YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 67

67
1გუნდის ლოტბარს. დავითისა. ფსალმუნი საგალობელისა.
2აღდგეს ღმერთი, რომ განიბნენ მისი მტრები, და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.
3როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის სახის წინაშე.
4ხოლო მართალნი გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე, და სიხარულით იზეიმებენ.
5აქეთ ღმერთი, უგალობეთ მის სახელს! გზა მოუმზადეთ მას, ვინც უდაბნოებს სერავს; უფალია მისი სახელი; ილხინეთ მის წინაშე.
6იგია მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა, ღმერთი, მის საწმიდარში რომ დაივანებს;
7ღმერთი, რომელიც ბინას აძლევს ეულებს, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
8ღმერთო, როცა შენი ერის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში,
9დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის სახის წინაშე; ეს სინაიც – ღმერთის წინაშე, ისრაელის ღმერთისა.
10ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.
11შენმა ოჯახმა იქ ჰპოვა ბინა, რომელიც შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო.
12უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა, დიდი გუნდია მახარობელ ქალთა!
13ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, შინ მყოფი ქალი ნადავლს გაიყოფს.
14თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ვერცხლით დაფარულს ჰგავხართ და მის ნაკრტენს მოოქროვილს.
15როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, დათოვლავს ცალმონს.
16ბაშანის მთა – მთა ღმერთისა, ბაშანის მთა – მრავალმწვერვალიანი მთა.
17რატომ შეჰყურებთ შურით, მწვერვალებით მდიდარო მთებო, მთას, რომელიც ღმერთმა ისურვა თავის სამოსახლოდ, და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
18ღმერთის ეტლები უთვალავია, და ათასეულები; მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.
19შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი კაცთათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.
20კურთხეულ არს უფალი! დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე,
21ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი, და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები.
22მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, აჯაგრულ კეფას – დანაშაულის გზით მოსიარულეს.
23თქვა უფალმა: „ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,
24რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჩაყოფენ შიგ თავიანთ ენას“;
25ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,
26წინ წარდგნენ მგალობლები, უკან – მემუსიკენი, შუაში – მედაირე ქალწულები.
27კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი, უფალი
28იქ ბენიამინი – უმრწემესი – წინ წახტა; იუდას მთავრებმა ქვები დაუშინეს, ზებულუნის მთავრებმა, ნაფთალის მთავრებმა.
29შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.
30შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია,
31შერისხე მხეცი ლერწმოვანისა, ხარების ჯოგი ხბორებს შორის იმ ხალხისა, რომლებიც ტრაბახობენ ვერცხლის ზოდებით. მიმოფანტე ომის მოყვარული ერები.
32ამოვლენ მოციქულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
33ქვეყნიერების სამეფონო, უმღერეთ, უგალობეთ უფალს.
34ამაღლებულს ძველთუძველეს ცათა ცაში! აჰა, ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
35მიეცით სიძლიერე ღმერთს! მისი სიდიადე ისრაელზეა
36საოცარი ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში. ღმერთი ისრაელისა – ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!

Currently Selected:

ფსალმ. 67: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 67