YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 66

66
1გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი გალობისა.
2ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს.
3რათა შეიცნონ ქვეყნიერებაზე შენი გზები, რომ ყველა ხალხისთვის არის შენი შველა.
4გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ყველა ერები.
5გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ერებს სისწორით, და ერებს ქვეყანაზე წარუძღვები.
6გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ერები ერთიანად.
7მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
8გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.

Currently Selected:

ფსალმ. 66: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 66