ფსალმ. 65
65
1გუნდის ლოტბარს. გალობა ფსალმუნისა. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ!
2უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
3უთხარით ღმერთს: „რა საოცარია შენი საქმენი, შენი ძალის სიდიადით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.
4მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს უგალობებს შენს სახელს!“
5მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, შიშის მომგვრელია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
6გადააქცია ზღვა ხმელეთად; მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
7გაბატონებულია თავისი ძალით საუკუნოდ, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს, ვინც ეურჩება, არ ამაღლდება.
8ადიდეთ, ხალხებო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა,
9ვინც შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და ჩვენი ფეხი არ წაგვიბორძიკა.
10რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე,
11მოგვაქციე ბადეში, ჩაგვრის ტვირთი აგვკიდე ზურგზე.
12კაცი დაგვასვი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში, მაგრამ შენ გაგვიხალვათე.
13მოვალ შენს სახლში აღსავლენით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
14რომლებიც წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა, და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
15მსუქან სრულადდასაწველს ამოგიტან საკმევლითურთ და ვერძებითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს.
16მოდით, მოისმინეთ ყველამ, და გიამბობთ,
17მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით, და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
18სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მომისმენდა უფალი.
19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
20კურთხეულ არს უფალი, და არ მომაკლო თავისი წყალობა.
Currently Selected:
ფსალმ. 65: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002