YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 64

64
1გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. გალობა.
2შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აღგისრულებენ აღთქმას.
3შენ შეისმენ ლოცვას, ამიტომ შენთან მოვა ყველა ხორციელი.
4ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.
5ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით სიკეთით შენი სახლისა, შენი წმიდა ტაძრისა.
6საშინელებებით სამართლიანად გვპასუხობ, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა;
7რომელმაც განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით;
8რომელიც აწყნარებს ზღვათა ხმაურს, და ერების მღელვარებას.
9და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.
10კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; – ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
11მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.
12აკურთხე წელიწადის გვირგვინი შენი სიკეთით, და შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება.
13წვეთავენ უდაბნოს საძოვრები, და ქედები ლხინით შეიმოსებიან.
14საძოვრები ცხვრით აჭრელდებიან და დაბლობები მარცვლით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.

Currently Selected:

ფსალმ. 64: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 64