YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 63

63
1გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა.
2ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ; მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
3დამიფარე ვერაგთა საიდუმლო ზრახვათაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
4რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი – მწარე სიტყვა,
5რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
6ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: „ვინ შეამჩნევს მათ?“
7სიმრუდეს ფიქრობენ: „ჩვენ მზადა ვართ, საიდუმლოდ დავიცავთ ჩვენს გეგმას“. ხოლო შიგანი კაცისა და გული ღრმაა.
8და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
9საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
10და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე, და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.
11გაიხარებს მართალი უფალში და დაიქადებენ გულმართლები.

Currently Selected:

ფსალმ. 63: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in