YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 62

62
1ფსალმუნი დავითისა, იუდას უდაბნოში ყოფნის დროს.
2ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი; მოსწყურდი ჩემს სულს, უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე;
3როგორც გიხილე საწმიდარში; რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
4რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა; ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
5ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
6ცხიმითა და სიმსუქნით დამსუყდება სული ჩემი, და მგალობელი ბაგეებით გაქებს პირი ჩემი.
7როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე;
8რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ მოვილხენ.
9შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
10ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის შავეთში ჩავლენ!
11მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქმნებიან!
12მეფე კი გაიხარებს, ღმერთში; იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, ხოლო დაიგმანება სიცრუის მოლაპარკეთა პირი.

Currently Selected:

ფსალმ. 62: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy