YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 61

61
1გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ფსალმუნი დავითისა.
2მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან მოდის ჩემი ხსნა.
3მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, აღარ დავეცემი მეტად.
4ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს, და გსურთ მისი დაქცევა, როგორც დაკიდული კედლის, მორყეული ყორის?
5განიზრახავენ მის სიმაღლიდან გადმოგდებას; მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან.
6მხოლოდ ღმერთს ელოდება წყნარად ჩემი სული; რადგან მისგან მოდის ჩემი იმედი.
7მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი.
8ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; კლდე ჩემი ძალისა და ჩემი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.
9მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.
10მხოლოდ არარაობა არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთად არარაობაზე უარესია.
11არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი, ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
12ერთხელ თქვა ღმერთმა, ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.
13და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.

Currently Selected:

ფსალმ. 61: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 61