ფსალმ. 60
60
1გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. დავითისა.
2ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი,
3ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეღ!
4რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
5ვიცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების ჩრდილქვეშ.
6რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩემნი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინიათ.
7დღეები შესძინე მეფის დღეებს, მისი წლები – თაობიდან თაობამდე.
8იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
9ასე ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითიდღე.
Currently Selected:
ფსალმ. 60: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002