ფსალმ. 59
59
1გუნდის ლოტბარს. შუშან ყედუთზე. დავითის ძეგლისწერა; შესწავლისათვის.
2როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს, და დაუბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე.
3ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და გაგვაპარტახე შენი რისხვით, კვლავ აღგვადგინე.
4რომელმაც შეაზანზარე მიწა, შუა გაჰკვეთე, განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა.
5აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული.
6მიეცი შენს მოშიშთ დროშა, ჭეშმარიტებას რომ აუფრიალონ.
7რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.
8ღმერთმა თქვა თავის საწმიდარში: „ვიზეიმებ! დავყოფ შექემს, და სუქოთის დაბლობს მივუზომავ.
9ჩემია გილყადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა – კვერთხი ჩემი;
10მოაბი ჩემი საბანელია, ედომს დავაღირებ ჩემს ხამლს; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.“
11ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
12თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე? თუ არ გინდა, რომ გამოხვიდე, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.
13მოგვამდლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
14ღმერთთან შევქმნით ჩვენ ლაშქარს, და ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს.
Currently Selected:
ფსალმ. 59: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002