ფსალმ. 58
58
1გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ.“ დავითის ძეგლისწერა, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის სათვალთვალოდ, რომ მოეკლათ იგი.
2მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღემრთო! დამიცავი ჩემს მოდავეთაგან!
3მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან, და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
4რადგანაც აჰა, უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ, უფალო, არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება.
5უდანაშაულოთა წინააღმდეგ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
6ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხებს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი.
7ბრუნდებიან საღამოობით, ყმუიან ძაღლებივით და გარს უარონ ქალაქს.
8აჰა, ანთხევენ პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა ვინ ისმენსო.
9ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხებს.
10ჩემს ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
11ღმერთი, ჩემი მწყალობელი, წინ წამიძღვეს; ღმერთმა მახილვინოს ჩემს მტრებზე გამარჯვება.
12ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, უფალო, ფარო ჩვენო.
13მათი პირის სიტყვა სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა. და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის,
14მოსპე რისხვით, მოსპე, ერთიანად, ამით შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობში, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე.
15დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლებივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
16დაე, იწანწალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
17ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
18სიმტკიცევ ჩემო, შენ გიგალობებ; რადგან შენა ხარ ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
Currently Selected:
ფსალმ. 58: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002