ფსალმ. 57
57
1გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ“, დავითის ძეგლისწერა.
2ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?
3არამედ გულში უკუღმართობას ითხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.
4გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას ასცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქმნელნი.
5მათი გესლი მსგავსია გველის გესლისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.
6არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
7ღმერთო, შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში! ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
8გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
9ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.
10ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.
11გაიხარებს წმიდა, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
12და იტყვის კაცი: „აი, ნაყოფი წმიდისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.“
Currently Selected:
ფსალმ. 57: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002