YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 56

56
1გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ“. დავითის ძეგლისწერა, როცა საულს გაექცა მღვიმეში.
2შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული, და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
3მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც თავის ნებას აღასრულებს ჩემზე.
4გამომიგზავნის ციდან ხსნას, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
5ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის ვცხოვრობ, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა – ბასრი მახვილი.
6ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
7ბადე გაამზადეს ჩემთა ფერხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ.
8წრფელია ჩემი გული, ღმერთო, გიმღერებ და გიგალობებ.
9გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოვიღვიძებ ცისკართან ერთად.
10განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
11რადგან დიდია, ზეცამდეა შენი წყალობა, და ღრუბლებამდე – შენი ჭეშმარიტება.
12ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.

Currently Selected:

ფსალმ. 56: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 56