YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 55

55
1გუნდის ლოტბარს. „მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში.“ დავითის ძეგლისწერა, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში.
2შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.
3ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება მაღლით.
4საშიშროების დღეს შენ მოგენდობი.
5ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
6ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მომართ.
7გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი – ჩემი მდევრები, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.
8ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
9ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები! განა შენს წიგნში არ არიან ისინი?
10მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.
11ღმერთის მიერ შევაქებ სიტყვას, უფლის მიერ შევაქებ სიტყვას.
12ღმერთს მივენდე – არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
13ჩემზეა, ღმერთო, ჩემი აღთქმები, შენ რომ აღგითქვი; დიდებას მოგიზღავ შენ.
14რამეთუ იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, ჩემი ფეხი – წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუქით.

Currently Selected:

ფსალმ. 55: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy