ფსალმ. 54
54
1გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა.
2ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
3ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები.
4მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან.
5ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს.
6შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.
7და ვამბობ: „რომ მქონოდა მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი;
8აჰა, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას;
9ავჩქარდებოდი რომ მომენახა თავშესაფარი
10მოსპე, უფალო, დაყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
11დღედაღამ გარსუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით,
12ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.
13რადგან ვინც მე მლანძღავს ჩემი მტერი არ არის – იმას ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე – მას დავემალებოდი;
14მაგრამ შენ შენა ხარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი.
15ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით ბრბოს შორის.
16დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათს სადგომში, მათს გულში.
17ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
18საღამოთი, დილით და შუადღისას შევევედრები და მოისმენს ჩემს ხმას.
19მან მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული მათგან, მე რომ მებრძოდნენ, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.
20მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი … რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.
21ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის დაარღვიეს მისი აღთქმა.
22ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.
23მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.
24ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში; სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.
Currently Selected:
ფსალმ. 54: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002