ფსალმ. 53
53
1გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა.
2როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალებაო.
3ღმერთო, შენი სახელით მიშველე, და შენი ძალით გამასამართლე!
4ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა; მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა!
5რადგან უცხონი აღიძრნენ ჩემზე, და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი; არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე.
6აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი.
7მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი.
8ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია ის!
9რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.
Currently Selected:
ფსალმ. 53: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002