YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 52

52
1გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე. მოძღვრება დავითისა.
2თქვა უგუნურმა თავის გულში: გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი.
3ღმერთი ზეციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკვათამყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
4ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი, ერთიც კი!
5ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქმნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ? ღმერთს კი არ უხმობენ.
6იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში; რადგან ღემრთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს; შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
7ნეტა მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.

Currently Selected:

ფსალმ. 52: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Videos for ფსალმ. 52