ფსალმ. 51
51
1გუნდის ლოტბარს. მოძღვრება დავითისა.
2როცა მოვიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში.
3რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველთაოა.
4სიცრუეს იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
5გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად. სიცრუე მეტად, ვიდრე სიმართლის თქმა;
6გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარო!
7ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან.
8ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
9„აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და თავის ბოროტებაში გამაგრდა.“
10ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული მე ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
11გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის, და მივენდობი შენს სახელს, რადგან ის ასე კარგია, შენს წმიდათა წინაშე.
Currently Selected:
ფსალმ. 51: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002