ფსალმ. 49
49
1ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსავლიდან მის დასავლამდე.
2სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან,
3მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია, და მის ირგვლივ – ძლიერი ქარიშხალი.
4მოუწოდებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
5„შემოიკრიბეთ ჩემი წმიდები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.“
6და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს, რადგან ღმერთია თვით მსაჯული.
7„ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ: მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.
8მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.
9არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.
10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
11ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.
12თუ მომშივდა არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
13ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.“
16ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ ჩემს კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა,
17გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები?
18როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.
19პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
20დაჯდები და შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ, და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
21ეს ჩაიდინე შენ და მე ვდუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
22ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, რომ არ მოგსრათ და არ იყოს მშველელი.
23მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე, და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას.“
Currently Selected:
ფსალმ. 49: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002