YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 48

48
1გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი.
2ისმინეთ ესე, ყოველო ხალხო, ყური მოაპყარით, ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო:
3უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
4ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს, და ჩემი გულის ფიქრი – გონიერებას.
5ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას.
6რად შემეშინდება უბედურების ჟამს, როცა ჩემი მოდავეების ბოროტება გარს შემომეხვევა,
7რომელნიც თავიანთი ძალით იმედეულობენ და უხვით სიმდიდრით მოჰკვეხენ?
8ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.
9ძვირია მათი სულის გამოხსნა, და არ ეგების უკუნისამდე.
10რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.
11რადგან ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, როგორც იღუპებიან ბრიყვნი და სულელნი და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
12საფლავი არის მათი სამუდამო სახლი, მათი საცხოვრებელი – თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
13ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება დიდხანს; იგი ჰგავს დასაკლავ პირუტყვს.
14ეს მათი გზა, მათი უგუნურებაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ მათს სიტყვებს
15ცხვრებივით მიეცნენ ჯოჯოხეთს; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
16ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს, ჯოჯოხეთიდან როცა ამომიყვანს.
17არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
18რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.
19თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ, და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.
20მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.
21ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დასაკლავ პირუტყვს ჰგავს.

Currently Selected:

ფსალმ. 48: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in