YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 47

47
1გალობა; ფსალმუნი. კორახის ძეთა.
2დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, თავის წმიდა მთაზე.
3ლამაზად მაღლდება მთა სიონისა, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
4ღმერთი თავის ტაძარში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.
5რადგან აგერ, შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
6ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.
7ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესვაით.
8აღმოსავლეთის ქარით
9როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე.
10ვფიქრობდით, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
11ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
12დაე იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სიმართლის გამო.
13ყოველი მხრიდან მიადექით დათვალეთ მისი კოშკები.
14გული მიაპყარით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
15რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.

Currently Selected:

ფსალმ. 47: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy