YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 110

110
1ალელუია! ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდათა შეკრებილობასა და თემში.
2დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მის მოყვარულთათვის.
3მშვენიერება და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
4სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
5საზრდო მისცა თავის მოშიშებს, ახსოვს მარადის თავისი აღთქმა.
6ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ერს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
7მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი,
8მტკიცე არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
9ხსნა მოუვლინა თავის ერს, მცნებად დაუდო საუკუნოდ თავისი აღთქმა; წმიდა და საშიშია სახელი მისი.
10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.

Currently Selected:

ფსალმ. 110: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in