ფსალმ. 109
109
1დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა უფალსა ჩემსა: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.“
2კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
3შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი წმიდა ბრწყინვალებით,
4დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.“
5უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
6განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
7ნაკადულიდან დალევს გზაში. ამიტომ მაღლა ასწევს თავს.
Currently Selected:
ფსალმ. 109: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002