YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 111

111
1ალელუია! ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
2ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში, და მისი სიმართლე მარადიულია.
4წრფელთ გამოაბრწყინებს სიბნელეში ნათელს, მოწყალე, შემბრალე და მართალი.
5კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – გამართულად ილაპარაკებს სამართალში;
6რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
7ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცედ არის მისი გული მინდობილი უფალზე.
8იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
9განაბნია და მისცა ღატაკთ; მისი სიმართლე მარადიულია, მისი რქა ამაღლდება დიდებით.
10ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.

Currently Selected:

ფსალმ. 111: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in