YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 101

101
1ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.
2უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.
3ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან მომაპყარ ყური, მსწრაფლ მიპასუხე.
4რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები ვარვარებს, როგორც კოცონი.
5დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
6ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია
7დავემსგავსე უდაბნოს ვარხვს, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში.
8უძილო ვიქმენ და ვზივარ,
9ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმაქიქებელნი მე მიფიცავენ;
10რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე
11შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.
12ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
13შენ კი, უფალო, საუკუნოდ იარსებებ, შენი სახსენებელი – თაობიდან თაობამდე.
14შენ კი აღსდექ და შეიწყალე სიონი; რადგან ჟამია, როცა შეწყალებ მას, რადგან მოვიდა საათი!
15რადგან უყვართ შენს მორჩილებს მისი ქვები და მისი მიწა ენანებათ.
16შეეშინდებათ წარმართთ უფლის სახელისა და ყველა ამქვეყნიერ მეფეს შენი დიდებისა.
17რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თავისი ღირსებით,
18მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათს ლოცვას.
19დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის, და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
20რადგან მან გადმოხედა თავისი წმიდის სიმაღლიდან, რადგან უფალმა ციდან მოიხილა ქვეყანა,
21რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
22რათა აუწყონ სიონს სახელი უფლისა და ქება მისი იერუსალიმს,
23როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
24გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
25ვეტყვი: „ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ ჩემს დღეებს ნახევარს! თაობიდან თაობამდეა შენი წლები.
26უწინ დედამიწა დააფუძნე, და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
27ისინი ჩაივლიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით გამოიცვლი მათ და გაქრებიან.
28შენ კი იგივე ხარ, და შენი წლები არ დაილევიან!
29შენი მორჩილის ძენი დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.“

Currently Selected:

ფსალმ. 101: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ფსალმ. 101