ფსალმ. 100
100
1დავითის ფსალმუნი. წყალობითა და სამართლით ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო!
2ვიფიქრებ უბიწო გზაზე: – როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლს შორის.
3თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
4მრუდე გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ მინდა ვცნობდე.
5თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან.
6თვალს დავიჭერ მართლებზე ქვეყნისა, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარებოდა, ის მემსახურებოდა მე.
7ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
8დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
Currently Selected:
ფსალმ. 100: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002