YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 102

102
1დავითისა. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და, მთელო შიგნეულობავ ჩემო, მისი წმიდა სახელი!
2ადიდე, სულო ჩემო, უფალი, და ნუ დაივიწყებ რაც კეთილი გიყო!
3ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
4საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
5სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, ორბივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
6სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყოფს ყველა ჩაგრულთათვის.
7აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანთ – თავისი საქმენი.
8შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
9არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
10არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
11რადგან რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ;
12როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
13როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი;
14ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
15ბალახივით არის დღენი კაცისა; ველის ყვავილივით აყვავდება;
16რადგან ქარი გადაუქროლებს და აღარ არის, და ვეღარავინ იცნობს მის ნადგომს;
17ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ, და მისი სიმართლე – შვილთაშვილებზე;
18მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც.
19უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი, და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.
20ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნი ემორჩილებიან მის ნათქვამს.
21ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო!
22ადიდეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მისი მეუფების ყველა ადგილას! ადიდე, სულო ჩემო, უფალი!

Currently Selected:

ფსალმ. 102: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ფსალმ. 102