YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 19

19
სისულელე და სიზარმაცე მომაკვდინებელია
1სჯობს ღარიბი თავისი უბიწობით მავალი მრუდებაგიან მდიდარს და თანაც ბრიყვს.
2არც ცოდნის გარეშე ვარგა სული და, ვინც ჩქარობს, შესცოდავს.
3ადამიანის სისულელე რყვნის მის გზას და უფალზე წყრება მისი გული.
4ქონება ჰმატებს ბევრ მოყვასს, უქონელი კი თავისი მეგობრისგან განშორებულია.
5ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე არ გადარჩება.
6ბევრი ეძებს წყალობას დიდებულთა წინაშე და საჩუქრის მიმცემს ყველა მეგობრობს.
7ღარიბი სძულს ყველა ძმას, მით უფრო მისი მეგობრები შორდებიან მას. აუსრულებელ დანაპირებთა მდევარია იგი.
8ვინც გულს იძენს, მას თავისი თავი უყვარს, გონებას ინახავს, რათა სიკეთე ჰპოვოს.
9ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე დაიღუპება.
10ბრიყვს არ შეეფერება ფუფუნება, მით უფრო მონას – ბატონობა მთავრებზე.
11ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას და მისი ღირსებაა დანაშაულის მიტევება.
12ლომის ბოკვერის ღრიალს ჰგავს მეფისგან შერისხვა, და მისი წყალობა ბალახზე ცვრის მსგავსია.
13მამისათვის უბედურებაა ბრიყვი შვილი, ხოლო ცოლის ჭირვეულობა – შეუწყვეტელი წვეთა.
14სახლი და ქონება მამათა მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისაგანაა.
15სიზარმაცე ძილს მოჰგვრის კაცს და უქნარა სული იშიმშილებს.
16მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება.
17ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას.
18დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ.
19დიდად მრისხანეს დაედოს სასჯელი, რადგან, თუ დაინდობ მას, მოგიწევს სასჯელის გაკვლადება.
20ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ.
21ბევრი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
22ადამიანის სწრაფვა მისი სიკეთეა და ღატაკი სჯობს მზაკვარ კაცს.
23უფლის შიშს სიცოცხლისაკენ მიჰყავს კაცი, მაძღარი იქნება და არ ეწევა მას ბოროტი.
24ზარმაცი ხელს ჰყოფს ლანგარში და თავის პირთანაც არ მოაბრუნებს მას.
25ურტყი თავქარიანს და ბრიყვი გონიერი გახდება. შეაგონე გონიერს, გაიგებს სწავლას.
26მამის მძარცველი და დედის გამგდები შემარცხვენელი და უპატიო შვილია.
27ნუ მოისმენ, ჩემო შვილო, შეგონებას, რომელიც გირჩევს გონიერი სიტყვებიდან გადახვევას.
28უგვანი მოწმე ქირდავს სამართალს და უკეთურთა პირი ყლაპავს უსამართლობას.
29თავქარიანთათვის მზადაა სასჯელი, რეგვენთა ზურგზე კი ცემა-ტყეპაა.

Currently Selected:

იგავ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy