YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 18

18
გაგრძელება
1თავკერძა კაცი ჟინს ისწორებს, ყოველ საღ აზრს უჯანყდება.
2ბრიყვს გონიერება კი არ სურს, არამედ მხოლოდ თავისი გულის გამომჟღავნება.
3უკეთურის მოსვლას მოჰყვება ზიზღიც და უპატიობას – სირცხვილი.
4კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, მდინარი ნაკადული – სიბრძნის წყარო.
5უკეთურის მიმხრობა არ არის კარგი მართლის დასამხობად სასამართლოზე.
6ბრიყვის ბაგენი ჩხუბში შედიან და მისი პირი ცემას მოუწოდებს.
7ბრიყვის პირი დაღუპვაა მისთვის და მისი ბაგენი – მახე მისი სულისა.
8ცილისმწამებლის სიტყვები ჩასატკბარუნებელია და ისინი გულის სიღრმეში აღწევენ.
9თავის საქმეში დაუდევარი ძმაა წამწყმედლისა.
10ძლიერი კოშკი უფლის სახელია, მასში დარბის მართალი და სამშვიდობოზეა.
11მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია და მაღალი გალავანივითაა მის ფიქრებში.
12დამხობის წინ მაღლდება კაცის გული და დიდების წინ თვინიერდება.
13ვინც პასუხს სცემს მოსმენამდე – ეს მისი სისულელეა და სირცხვილი.
14კაცის სული იტანს თავის სატკივარს, მაგრამ შემუსრვილ სულს ვინ გადაიტანს?
15გონიერის გული იძენს ცოდნას და ბრძენთა ყური ეძებს ცოდნას.
16ადამიანის საჩუქარი აფართოებს მის გზას და დიდებულებამდე მიიყვანს მას.
17მართალი პირველია დავაში, მაგრამ მოდის მისი მეტოქე და გამოიძიებს მას.
18წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერებს გააშველებს.
19განმდგარი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია, და დავა სასახლის კლიტეთა მსგავსია.
20კაცის პირის ნაყოფისაგან გაძღება მისი მუცელი, თავის ბაგეთა მოსავლისაგან გაძღება.
21სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია, და მისი მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს.
22ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლისაგან მადლი მოიხვეჭა.
23ვედრებით ღარიბი ლაპარაკობს, მდიდარი კი თავხედურად პასუხობს.
24მეგობრიანი კაცი შეიძლება განადგურდეს, მაგრამ არის მოყვასი ძმაზე უფრო ახლობელი.

Currently Selected:

იგავ. 18: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy