YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 20

20
გაფრთხილება და დარიგება
1ღვინო მქირდავია, მაგარი სასმელი – ხმაურიანი, და არავინ, მათგან გატაცებული, არ დაბრძენდება.
2ლომის ბოკვერის ღრიალივითაა მეფის რისხვა, მისი განმარისხებელი თავის თავს სცოდავს.
3ჩხუბისგან თავშეკავება ადამიანის ღირსებაა, ყოველი სულელი კი ბობოქრობს.
4ზარმაცი არ ხნავს შემოდგომიდან, მკის დროს კი მოითხოვს და არ იქნება.
5ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას.
6ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვნის?
7მართალი თავისი უბიწობით დადის, ნეტარ არიან მისი ძენი მის შემდეგ.
8მეფე, მჯდომი სამართლის ტახტზე, ფანტავს თვისი თვალებით ყოველივე ბოროტს.
9ვინ იტყვის: „მე გავასუფთავე ჩემი გული, მე განვიწმიდე ჩემი ცოდვებისაგან?“
10ორგვარი საწონი, ორგვარი საზომი – ერთიც და მეორეც ეჯავრება უფალს.
11თვისი საქციელის მიხედვითაც იცნობა ყმაწვილი, თუ სუფთაა ან თუ სამართლიანია მისი საქმე.
12მსმენელი ყური და მხილველი თვალი – ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
13ნუ გეყვარება ძილი, რათა არ გაღატაკდე. გაახილე შენი თვალი – გაძღები პურით.
14არ ვარგა, არ ვარგა ამბობს მყიდველი. ხოლო როდესაც წავა, ტრაბახობს.
15არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, ხოლო ცოდნის ბაგენი ძვირფასი ნივთია.
16აიღე მისი ტანსაცმელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გამოართვა მას გირაო.
17საამურია კაცისათვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაივსება მისი პირი.
18განზრახვანი რჩევით მტკიცდება, მაგრამ გონიერებით წარმართე ომი.
19საიდუმლოს გამამხელელი ცილისმწამებელია და პირმორღვეულებში ნუ გაერევი.
20მამისა და დედის მაწყევარს სანთელი ჩაუქრება უკუნეთ წყვდიადში.
21დასაწყისში სწრაფად შეძენილი სამკვიდრო კურთხეული არ იქნება საბოლოოდ.
22ნუ იტყვი: „მივაგებ ბოროტის წილ“ – ენდე უფალს და ის გიხსნის შენ.
23ორგვარი საწონი საძულველია უფლისათვის და მრუდი სასწორი არ არის კარგი.
24უფლისაგანაა მამაკაცის ნაბიჯები, ადამიანი კი როგორ გაიგებს თავის გზას?
25მახეა ადამიანისათვის წმიდაზე ლაყბობა, ხოლო აღთქმათა შემდეგ – განსჯა.
26გაფანტავს უკეთურთ ბრძენი მეფე და მათზე მოაქცევს ბორბალს.
27უფლის სანთელია ადამიანის სული, მისი წიაღის იდუმალებათა გამომკვლეველი.
28წყალობა და სიმართლე იცავენ მეფეს, და წყალობით უჭირავს თავისი ტახტი.
29ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა, ხოლო მოხუცთა ბრწყინვალება – ჭაღარა.
30ჭრილობანი კურნავენ ბოროტისაგან და ცემა გულს ასუფთავებს.

Currently Selected:

იგავ. 20: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy