YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 17

17
სიკეთისა და ბოროტების, სიბრძნისა და სიბრიყვის დაპირისპირება
1სჯობს ნაჭერი ხმელი პურისა მშვიდობასთან ერთად დაკლული საქონლით სავსე სახლსა და შუღლს.
2გონიერი მსახური იბატონებს შემარცხვენელ შვილზე, და ძმებს შორის გაინაწილებს სამკვიდრებელს.
3სახმილი ვერცხლისათვისაა და ბრძმედი ოქროსათვის, გულებს კი უფალი გამოსცდის.
4ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უგდებს ყურს, ცრუ უსმენს უხამს ენას.
5ღარიბის აბუჩად ამგდები თავის გამჩენს გმობს. მოყვასის უბედურების მოხარული ვერ გაექცევა სასჯელს.
6შვილთაშვილი მოხუცთა გვირგვინია და შვილთა დიდება – მათი მამებისა.
7არ უხდება არამზადას ყოყოჩური ენა, მით უფრო, კეთილშობილს – ცრუ ენა.
8ძვირფასი ქვა ქრთამია მისი მფლობელის თვალში, საითაც კი მიმართავს იგი, მიაღწევს წარმატებას.
9დანაშაულის დამფარველი სიყვარულს ეძებს, ხოლო ვინც მეგობრის დანაშაულს შეახსენებს, ის მეგობრებს აშორებს.
10მხილება უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
11მეამბოხე მხოლოდ ბოროტს ეძებს, მაგრამ სასტიკი ანგელოზი მიევლინება მას.
12სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით.
13ვინც ბოროტს მიუზღავს კეთილის წილ, მის სახლს არ მოშორდება ბოროტება.
14წყლის გამოხეთქვა შუღლის დასაწყისია. შეწყვიტე დავა, ვიდრე აღიგზნებოდეს.
15უკეთურის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივენი საძაგელია უფლის წინაშე.
16რისთვისაა ქონება ბრიყვის ხელთ? სიბრძნის შესაძენად, როდესაც არაა გაგება?
17ყოველთვის უყვარხარ მოყვასს, ძმა კი გასაჭირისთვის არის შობილი.
18უჭკუო ადამიანი ხელს ურტყამს, თავდებად დგება თავისი მოყვასის გულისათვის.
19ვისაც ჩხუბი უყვარს, დანაშაული უყვარს, ვინც მაღლა სწევს თავის კარს, დამტვრევას ეძიებს.
20გულმრუდი ვერ ჰპოვებს კეთილს და ენით უკუღმართი უბედურებაში ჩავარდება.
21ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავის ჭირად, და ვერ ხარობს არამზადის მამა.
22მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს.
23ქრთამს უბიდან იღებს უკეთური, რათა გაამრუდოს სიმართლის გზები.
24გონიერის სახის წინ სიბრძნეა, ბრიყვის თვალნი კი მიწის კიდეზეა.
25ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და თავისი მშობლის მწუხარება.
26მართლის დასჯა არ არის კარგი, მით უფრო კეთილშობილთა ცემა სიწრფელისთვის.
27ცოდნის მცოდნელი თავისი ნათქვამის მომჭირნეა და თავშეკავებულია გონიერი კაცი.
28თვით სულელიც დუმილისას ბრძნად ჩაითვლება, თავისი ბაგის დამხშველი კი – გონიერად.

Currently Selected:

იგავ. 17: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy