YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 3

3
სამშვიდობო შესაწირავის შესახებ
1„‘და თუ სამშვიდობო მსხვერპლია მისი მსხვერპლი, თუ იგი სწირავს მსხვილფეხას, მამალს ან დედალს, უმანკო შესწიროს იგი უფლის წინაშე.
2და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე, და დაკლას იგი საკრებულო კარვის შესასვლელთან. და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ.
3და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლისაგან საცეცხლო შესაწირავად უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და ყოველი ქონი, რომელიც შიგნეულზეა.
4და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა და აპკზეა, რაც ღვიძლზეა, თირკმელებთან ერთად განაშოროს იგი.
5აარონის ძეთ დააკმიონ იგი სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც შეშებზეა, ცეცხლზე, საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
6„‘და თუ წვრილფეხისგანაა მისი მსხვერპლი სამშვიდობო შესაწირავად უფლისათვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს.
7და თუ ცხვარს სწირავს ის თავის შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
8და დაადოს თავისი ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და აარონის ძეთ მოაპკურონ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ.
9და შესწიროს სამშვიდობო შესაწირავის მსხვერპლიდან საცეცხლო შესაწირავად უფლისთვის მისი ქონი, მთელი დუმა კუდუსუნითურთ მოჰკვეთონ, და ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა,
10და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა და ღვიძლის აპკზეა, თირკმელებითურთ მოჰკვეთოს იგი.
11და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო პური, შესაწირავი უფლისათვის.
12„‘და თუ თხაა მისი შესაწირავი, შესწიროს იგი უფლის წინაშე;
13და დაადოს თავისი ხელი მას თავზე და დაკლას იგი საკრებულო კარვის წინ, და მოაპკურონ აარონის ძეთ მისი სისხლი სამსხვერპლოზე ირგვლივ.
14და შესწიროს მისგან თავისი შესაწირავი საცეცხლოდ უფალს ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა.
15და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყის კუნთებზეა, და აპკი, რომელიც ღვიძლზეა; თირკმელებიანად მოჰკვეთონ იგი.
16და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის საცეცხლო პური, კეთილსურნელება, მთელი ქონი უფლისაა.
17„‘ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში, ყოველ თქვენს სადგომში: არავითარი ქონი და არავითარი სისხლი არ ჭამოთ.’“

Currently Selected:

ლევ. 3: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ლევ. 3