ლევ. 2
2
პურეული ძღვენის შესახებ
1„‘და თუ ვინმე პურეულ მსხვერპლს შესწირავს ძღვნად უფალს, მისი მსხვერპლი წმიდა პურის ფქვილისა იყოს, და დაასხას მასზე ზეთი და დადოს მასზე გუნდრუკი.
2და მიუტანოს იგი აარონის ძეთ – მღვდლებს, და აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა ფქვილისგან ზეთითურთ მთელი მისი გუნდრუკით, და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი სამსხვერპლოზე საცეცხლოდ, კეთილსურნელებად უფლისათვის.
3ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და მისი ძეებისათვის იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
4„‘და თუ შესწირავ შესაწირავად პურეულის ძღვენს თონეში გამოცხობილთაგან, იყოს წმიდა პურის ფქვილისაგან უფუარი პურები, ზეთში შერეულნი, და უფუარი ფუნთუშები ზეთწაცხებულნი.
5და თუ შესაწირავი შენი პურეული ძღვენი ტაფაზეა გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი უნდა იყოს ზეთში შერეული, უფუარი იყოს.
6დაანაწილე იგი ლუკმა-ლუკმად და დაასხი მასზე ზეთი: ეს ძღვენია პურეულისა.
7და თუ შენი შესაწირავი პურეულის ძღვენია, ქვაბში გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი ზეთით უნდა გაკეთდეს.
8და მიიტანე შენი ძღვენი, რომელიც გაკეთდება ამათგან, უფლისათვის და მიეცი იგი მღვდელს, და იგი მიიტანს მას სამსხვერპლოსთან.
9და აიღებს მღვდელი ნაწილს ძღვენისაგან მის მოსაგონარს და დააკმევს სამსხვერპლოზე: ეს საცეცხლო შესაწირავია, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
10ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და მისი შვილებისა იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან.
11„‘და არც ერთი ძღვენი პურეულისა, რომელსაც შესწირავთ უფალს, არ უნდა იყოს საფუარიანი, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა აკმიოთ უფლის საცეცხლო შესაწირავზე.
12პირველნაყოფთა შესაწირავად შესწირეთ ისინი უფალს, და სამსხვერპლოზე არ ავიდეს საამურ კეთილსურნელებად.
13და ყოველი მსხვერპლი შენი ძღვენისა მარილით დაამარილე და არ დატოვო შენი მსხვერპლები შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე. ყოველ შენს შესაწირავთან ერთად შესწირე მარილი.
14„‘და თუ შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს პირველნაყოფთაგან – პირველ თავთავთაგან, ცეცხლზე მოხალული, დაღერღილი მარცვლით შესწირე შენს პირველნაყოფთა ძღვენი.
15და დაასხი მასზე ზეთი, და დაადე მასზე გუნდრუკი; იგი ძღვენია პურეულისა.
16და დააკმევს მღვდელი მის მოსაგონარს ღერღილისგან და მისი ზეთისაგან მთელი მისი გუნდრუკით საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის.
Currently Selected:
ლევ. 2: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002