YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 24

24
ლამპრისა და საწინაშეო პურების მოვლა
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ სუფთა ზეთი, გამოწურული, ლამპრის ასანთებად, მუდმივად, რომ ენთოს.
3აარონმა დადგას იგი მოწმობის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში უფლის წინაშე, საღამოდან დილამდის, მუდმივად; ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში.
4წმიდა სასანთლეზე განალაგოს მან კანდელები უფლის წინაშე მუდმივად.
5„აიღე წმიდა პურის ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი.
6და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, სუფთა მაგიდაზე.
7და დადე თითოეულ წყებაში სუფთა გუნდრუკი. და იქნება პურთან მოსახსენებლად, საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის.
8ყოველ შაბათ დღეს განალაგონ ის უფლის წინაშე მუდმივად, ისრაელის ძეთაგან საუკუნო აღთქმად.
9და ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს წმიდათა წმიდაა მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. საუკუნო წესია.“
ხიზნის და მკვიდრის დანაშაული
კანონის დარღვევისას
10გამოვიდა ძე ისრაელიანი ქალისა, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, ისრაელის ძეთა შორის, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს.
11და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან. და სახელი მისი დედისა იყო შელომითი, ასული დიბრისა, დანის ტომიდან.
12და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ იგი უფლის ბრძანებისამებრ.
13და უთხრა უფალმა მოსეს:
14„გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი ისმინა, დაადოს თავისი ხელი მას თავზე, და ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა.
15ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘ყოველი, რომელიც დაწყევლის თავის ღმერთს, იტვირთებს თავის ცოდვას.
16და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის მოკვდეს!
17„‘თუ ვინმე სცემს კაცს სასიკვდილოდ, სიკვდილით მოკვდეს იგი.
18სასიკვდილოდ მცემელმა პირუტყვისა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ.
19ვინმე თუ დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე გაუკეთონ მას.
20მოტეხილობა მოტეხილობის წილ, კბილი კბილის წილ. როგორც დაასახიჩრებს იგი ადამიანს, ეგრევე გაუკეთეთ მას.
21პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
22ერთი სამართალი გქონდეთ თქვენ, როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისათვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“
23ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი, ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს ქვით. და გააკეთეს ისრაელის ძეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

Currently Selected:

ლევ. 24: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for ლევ. 24