YouVersion Logo
Search Icon

იობ. 33

33
ელიჰუს სიტყვის გაგრძელება
1„აბა, ახლა ისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ყური მიუგდე ჩემს ყოველ სიტყვას.
2აჰა, ვხსნი მე ჩემს ბაგეს, ლაპარაკობს
3ჩემი გულის სიწრფოება ჩემი სიტყვებია, ჩემს ბაგეთა ცოდნას ნათლად გადმოსცემენ ისინი.
4ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს.
5თუ შეგიძლია, მიპასუხე: დაალაგე სიტყვები და დაიცავი თავი.
6აჰა, მეც შენისთანა ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი.
7აჰა, ჩემმა შიშმა არ უნდა შეგაძრწუნოს, და არც ჩემმა ხელმა უნდა დაგამძიმოს.
8აკი ასმენდი შენ ჩემს ყურს და მე გავიგონე შენი სიტყვების ხმა:
9‘სუფთა ვარ მე და უცოდველი, უმწიკვლო ვარ და არა მაქვს ბრალი.
10აჰა, საბაბი მინახა, თავის მტრად შემრაცხა.
11ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს, და ჩემს ყოველ გზას უთვალთვალებს!’
12აი, ამაში არ ხარ მართალი, რომ კაცზე დიდია ღმერთი.
13რად ედავები მას? ის პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.
14ერთხელ იტყვის ღმერთი, და, თუ
15სიზმარში, ღამეულ ხილვაში, როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ,
16მაშინ ხსნის იგი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას,
17რომ აარიდოს ადამიანი უკეთურ საქმეს, და კაცისაგან დაფაროს ამპარტავნება;
18რომ იხსნას მისი სული შავეთისაგან, და მისი სიცოცხლე – მახვილით დაღუპვისაგან.
19კაცი სატკივრით ისჯება თავის საწოლზე, და დაუამებელი ტკივილით მისი ძვლებისა;
20შესძაგდება მის სიცოცხლეს პური და მის სულს – საყვარელი საჭმელი.
21გაქრება მისი ხორცი, უხილავი გახდება, და ამოასხდებიან ძვლები, რომელნიც არ ჩანდნენ.
22და მიაწევს მისი სული ხარომდე და მისი სიცოცხლე – სიკვდილის წლებამდე.
23თუ ჰყავს მას მეოხი ანგელოზი, ათასში ერთი, რომ განაცხადოს ადამიანის სიალალმართლე,
24შეიწყალოს იგი და თქვას: ‘იხსენი იგი, დაიფარე იგი საფლავში ჩასვლისაგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!’
25მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, თავისი სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდება.
26ილოცებს ღვთის მიმართ და ისიც შეიწყალებს, და სიხარულით შეხედავს მის სახეს, და დაუბრუნებს კაცს მის სიმართლეს.
27იგი იმღერებს კაცთა წინაშე და იტყვის: ‘ვცოდე მე და სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომეგო საკადრისად.
28მან გამოისყიდა ჩემი სული ხაროში ჩასვლისგან, და ჩემი სიცოცხლე ნათელს იხილავს,’
29აჰა, ყოველივე ამას
30რათა დააბრუნოს მისი სული ხაროდან, და გაანათლოს სიცოცხლის ნათელით.
31გაიგონე, იობ, ისმინე ჩემი, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
32თუ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, ილაპარაკე, რადგან შენი გამართლება მწადია;
33თუ არა და, ისმინე ჩემი, დადუმდი, და მე გასწავლი სიბრძნეს.“

Currently Selected:

იობ. 33: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy