სიზმარში, ღამეულ ხილვაში, როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ,
მაშინ ხსნის იგი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას,
რომ აარიდოს ადამიანი უკეთურ საქმეს, და კაცისაგან დაფაროს ამპარტავნება;
რომ იხსნას მისი სული შავეთისაგან, და მისი სიცოცხლე – მახვილით დაღუპვისაგან.