ივდითი 3
3
1მოციქულები აახლეს სამშვიდობო სიტყვით:
2„აი, ჩვენ, დიდი მეფის, ნაბუქოდონოსორის, მსახურნი, განვრთხმულვართ შენს წინაშე. გვიყავი, რაც გნებავს.
3აი, ჩვენი სახლ-კარი, მთელი ჩვენი მიწა-წყალი, პურის ყანები, ფარები და ნახირი, ჩვენი ფარეხი და კარვები – ყველაფერი შენს წინაშეა; მოიხმარე, როგორც გენებოს.
4აი, ჩვენი ქალაქები და მათი მკვიდრნი – შენი მონები – მოდი და ისე მოექეცი მათ, როგორც ეამება შენს გულს.“
5ეახლნენ მოციქულები ჰოლოფერნეს და ეს სიტყვები გადასცეს მას.
6მაშინ თავისი ლაშქრითურთ მიადგა ზღვისპირეთს, მეციხოვნენი ჩააყენა გამაგრებულ ქალაქებში და თანამებრძოლებად აიყვანა მათგან რჩეული მოლაშქრენი.
7ქალაქებიცა და მათი შემოგარენიც გვირგვინებით, ცეკვითა და დაფდაფთა ცემით შეეგებნენ მას.
8ჰოლოფერნემ კი მიწასთან გაასწორა მათი ბორცვები და აჩეხა მათი წმიდა ჭალაკები, რადგანაც ნაბრძანები ჰქონდა, მიწის პირიდან წარეხოცა ყველა ღმერთის სახსენებელი, რათა ყველა ხალხს მხოლოდ ნაბუქოდონოსორისათვის ეცა თაყვანი და ყველა ტომს მხოლოდ ის შეერაცხა ღმერთად.
9მიადგა ეშდრელონს, დოთანის მახლობლად, იუდას დიდი მთაგრეხილის წინ რომ ძევს.
10გებაყსა და სკვითოპოლისს შორის დასცა კარავი და მთელი თვე დარჩა იქ, რათა თავისი ლაშქრისათვის საჭირო აღალი მოემარაგებინა.
Currently Selected:
ივდითი 3: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002