Bible App logo
Search Icon

ივდითი 13

13
1როდესაც მოსაღამოვდა, მსახურები სასწრაფოდ წამოიშალნენ და ბაგოასიმ გარე-დან ჩაკეტა კარვის კარი, გუშაგები კი დაითხოვა და მათაც თავიანთ საწოლებს მიაშურეს, რადგანაც ღვინით გამტყვრალნი ძლივს იდგნენ ფეხზე.
2ივდითი მარტო დარჩა კარავში ღვინით გალეშილ ჰოლოფერნესთან, საწოლზე რომ გაშხლართულიყო.
3უბრძანა ივდითმა თავის მოახლეს საძინებ-ლის გარეთ მდგარიყო და მის გამოსვლას დალოდებოდა. როგორც ყოველდღე, ახლაც უთხრა, რომ სალოცავად უნდა წასულიყო; და იგივე უთხრა ბაგოასისსაც.
4როცა ყველანი გაიკრიფნენ და საძინებელში აღარავინ დარჩა, არც დიდი და არც პატარა, ივდითი თავზე დაადგა ჰოლოფერნეს და გულში თქვა: „ღმერთო, ყოველი ძალის უფალო, აწ მოხედე ჩემი ხელის საქმეს, რომელიც უნდა აღსრულდეს იერუსალიმის ასამაღლებლად,
5რადგანაც დროა დაიცვა შენი სამკვიდრო და აღასრულო ჩემი განზრახვა – შემამუსრინო მტერი, რომელიც აღიძრა ჩვენს წინააღმდეგ.“
6საწოლის სვეტს მიუახლოვდა, ჰოლოფერნეს თავთით რომ აღმართულიყო, და ჩამოხსნა მასზე ჩამოკიდებული მახვილი.
7დაიხარა, თმებში სწვდა ჰოლოფერნეს და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისაო, მომეცი ძალა დღევანდელ დღეს!“
8მერე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ორჯერ დაჰკრა კისერზე და თავი გააგდებინა.
9საწოლიდან გადააგორა გვამი და ფარდა ჩამოხსნა. ცოტა ხნის შენდეგ გამოვიდა და ჰოლოფერნეს თავი მისცა მოახლეს.
10ხოლო მან ხურჯინში ჩააგდო იგი და, ჩვეულებისამებრ, ორივენი ერთად გაემართნენ სალოცავად. ბანაკი გაიარეს, გარს შემოუარეს ხევს, ბეთულიას მთაზე ავიდნენ და ქალაქის ბჭეს მიადგნენ.
11შორიდანვე გასძახა ივდითმა მცველებს: „გააღეთ, კარი გააღეთ, ჩვენთან არს ღმერთი, ჩვენი ღმერთი, თავის ძალას რომ მოუვლენს ისრაელს და ძლევას მიანიჭებს მტრებზე, როგორც დღეს მიანიჭა.“
12როგორც კი მოესმათ მისი ხმა, მოქალაქეებმა კარიბჭეს მიაშურეს და ქალაქის უხუცესთ უხმეს.
13მორბოდა ყველა, დიდიან-პატარიანად, რადგანაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ მისი დაბრუნება. კარიბჭე გააღეს, ქალები შეუშვეს, გასანათებლად დაანთეს ცეცხლი და გარს შემოეხვივნენ მათ.
14ხოლო ივდითმა ხმამაღლა უთხრა ხალხს: „აქეთ და ადიდეთ უფალი, აქეთ და ადიდეთ, წყალობა რომ არ მოაკლო ისრაელის სახლს და ამღამინდელ ღამეს ჩემი ხელით შემუსრა მტერი.“
15ამოიღო თავი ხურჯინიდან, უჩვენა მათ და უთხრა: „აი, აშურელთა ლაშქრის მთავარსარდლის – ჰოლოფერნეს თავი, და აი, ფარდაც, რომლის მიღმაც ის იწვა გალეშილი, და ღმერთმა დაუბნელა მზე ქალის ხელით.
16უფლის სიცოცხლემ, რომელმაც დამიფარა ჩემს სავალ გზაზე, ჩემმა სახემ მისდა წარსაწყმედად აცთუნა ჰოლოფერნე, მაგრამ ცოდვის ჩადენა ვერ მოასწრო ჩემს შესაბილწად და შესარცხვენად.“
17ელდანაცემივით გაოგნდა ხალხი, ძირს დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს და ერთხმად შეჰღაღადა: „კურთხეული ხარ, უფალო ჩვენო, არარაობად რომ აქციე დღეს შენი ხალხის მტრები.“
18ყუზიამ კი უთხრა ივდითს: „კურთხეული ხარ, ქალო, უზენაესი ღმერთის მიერ, უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა ქალი მთელი დედამიწის ზურგზე, და კურთხეულია უფალი ღმერთი, ცათა და მიწის შემოქმედი, რომელმაც გიწინამძღვრა, რათა თავი გაგეგდებინებინა ჩვენი მტრების მთავრისათვის;
19რადგანაც არ მოაკლდება შენი იმედი კაცთა გულებს, რომლებსაც მუდამ ემახსოვრებათ ძალმოსილება ღმერთისა.
20უფალმა მოგაგოს სანაცვლო საუკუნო დიდებითა და პატივით, რომ სიცოცხლე არ დაიშურე ჩვენი დათრგუნვილი მოდგმისთვის, არამედ წინ აღუდექი ჩვენს დამხობას, წრფელი გზით მოარული ჩვენი ღმერთის წინაშე.“ და შესძახა მთელმა ერმა: „იქმნას! იქმნას!“

Currently Selected:

ივდითი 13: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in