YouVersion Logo
Search Icon

ეს. 54

54
სიონის ნაყოფიერება
1„იხარე, ბერწო, ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და იმხიარულე, უტანჯველო მშობიარობით, რადგან მარტოხელას ძენი მეტნი იქნებიან, ვიდრე ქმრიანის ძენი,“ – ამბობს უფალი. –
2„გააფართოვე ადგილი შენი კარვისა და ფარდები შენი საცხოვრებლისა დაჭიმე; ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი საბელები და შენი პალოები გაამაგრე,
3რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი და შენი თესლი ხალხებს დაიპყრობს. და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებს.
4ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები და არ გაწბილდები, რადგან აღარ შეგრცხვება, რადგან სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და შენი ქვრივობის უპატიობას აღარ გაიხსენებ.
5რადგან შენი ქმარი შენი შემქმნელია, უფალი ცაბაოთია მისი სახელი. და შენი მხსნელი – ისრაელის წმიდა – მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება.
6რადგან როგორც ქალი, მიტოვებული და სულმწუხარე, მოგიხმო შენ უფალმა, და როგორც სიყმაწვილის ცოლი, რომელიც მოძულებული იყო!“ – ამბობს შენი ღმერთი. –
7„წამიერად დაგტოვე და დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ.
8რისხვის გზნებაში დაგიმალე წამიერად ჩემი სახე და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ!“ – ამბობს შენი მხსნელი უფალი. –
9„რადგან ეს ჩემთვის ნოეს წყლებივით არის: როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები ა ისე დავიფიცე მე, არ განვრისხდე შენზე და არ გაგკიცხო.
10რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა,“ – ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
აღდგენილი ისრაელი უსაფრთხოდაა
11„წამებულო, ღელვილო, უნუგეშებელო! აჰა, მე დავაწყობ შენს ქვებად ანთრაკს და შენი საფუძვლები საფირონი იქნება.
12გავაკეთებ ბადახშით შენს ქონგურებს და შენს ჭიშკრებს – ლალის ქვებით, და შენს ყველა ზღუდეს – ძვირფასი ქვებით.
13შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა.
14სიმართლით დაფუძნდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, რადგან არ შეგეშინდება და ძრწოლისაგან, რადგან არ მოგიახლოვდება.
15აჰა, თავს დაგესხმის, არა ჩემგან, ვინც შენ შეგებრძოლება, შენს წინ დაეცემა.
16მე გავაჩინე მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლში ნახშირს და გამოჰყავს იარაღი თავისი საქმისათვის; მე გავაჩინე დამანგრეველი დასაღუპავად.
17ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა და მათი გამართლება ჩემგან არის!“ – ამბობს უფალი.

Currently Selected:

ეს. 54: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy