1
ეს. 54:17
ბიბლია
ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა და მათი გამართლება ჩემგან არის!“ – ამბობს უფალი.
Compare
Explore ეს. 54:17
2
ეს. 54:10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა,“ – ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
Explore ეს. 54:10
3
ეს. 54:4
ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები და არ გაწბილდები, რადგან აღარ შეგრცხვება, რადგან სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და შენი ქვრივობის უპატიობას აღარ გაიხსენებ.
Explore ეს. 54:4
4
ეს. 54:5
რადგან შენი ქმარი შენი შემქმნელია, უფალი ცაბაოთია მისი სახელი. და შენი მხსნელი – ისრაელის წმიდა – მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება.
Explore ეს. 54:5
5
ეს. 54:2
„გააფართოვე ადგილი შენი კარვისა და ფარდები შენი საცხოვრებლისა დაჭიმე; ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი საბელები და შენი პალოები გაამაგრე
Explore ეს. 54:2
6
ეს. 54:13
შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა.
Explore ეს. 54:13
7
ეს. 54:8
რისხვის გზნებაში დაგიმალე წამიერად ჩემი სახე და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ!“ – ამბობს შენი მხსნელი უფალი.
Explore ეს. 54:8
8
ეს. 54:7
„წამიერად დაგტოვე და დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ.
Explore ეს. 54:7
9
ეს. 54:9
„რადგან ეს ჩემთვის ნოეს წყლებივით არის: როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები ა ისე დავიფიცე მე, არ განვრისხდე შენზე და არ გაგკიცხო.
Explore ეს. 54:9
10
ეს. 54:12
გავაკეთებ ბადახშით შენს ქონგურებს და შენს ჭიშკრებს – ლალის ქვებით, და შენს ყველა ზღუდეს – ძვირფასი ქვებით.
Explore ეს. 54:12
YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy
Home
Bible
Plans
Videos