YouVersion Logo
Search Icon

ეს. 52

52
იერუსალიმის ხილვა უფლის დღეს
1გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე შენი ძალა, სიონო! შეიმოსე შენი ბრწყინვალების სამოსი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან მეტად აღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური.
2ჩამოიბერტყე მტვერი, ადექი, დატყვევებულო იერუსალიმო, გაიხსენი შენი კისრის ჯაჭვები, დატყვევებულო სიონის ასულო!
3რადგან ასე თქვა უფალმა: „მუქთად იყავით თქვენ გაყიდულნი და ვერცხლით ვერ გამოისყიდებით.“
4რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „ეგვიპტეში ჩავიდა ჩემი ერი ერთ დროს, რომ ეცხოვრა იქ, აშური კი არაფრისთვის ჩაგრავდა მას.
5ახლა კი, რა დამრჩენია აქ?“ – ამბობს უფალი, – „თუ ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი, მისი განმგებელნი ღმუიან,“ – ამბობს უფალი, – „და მუდამ, ყოველდღე, იბღალება ჩემი სახელი.
6ამიტომ შეიტყობს ჩემი ერი ჩემს სახელს, ამიტომ შეიტყობს იმ დღეს, რომ მე ვარ ის, ვინც ამბობს: ‘აქა ვარ!’“
7რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარობლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარობლისა, ხსნის მაუწყებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“
8ხმა შენი გუშაგებისა – აღავლენენ ისინი ხმას, ერთად იმღერებენ, რადგან თავისი თვალით დაინახავენ უფლის დაბრუნებას სიონში.
9მხიარულად შემოსძახეთ, იმღერეთ ერთად, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი, გამოისყიდა იერუსალიმი.
10გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდის მკლავი ყველა ხალხის თვალწინ და დაინახავს დედამიწის ყოველი კიდე ჩვენი ღმერთის მიერ ხსნას.
11გაშორდით, გაშორდით, გადით იქიდან, უწმიდურს არ შეეხოთ, გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის ჭურჭლების მტვირთველნო.
12მაგრამ აჩქარებით არ გამოხვალთ და არც ლტოლვილივით ივლით, რადგან თქვენს წინ ივლის უფალი, და თქვენს უკან მცველად – ისრაელის ღმერთი.
13აჰა, წარემართება ჩემს მსახურს, აღიმართება, აიწევა და დიდად ამაღლდება.
14როგორც განცვიფრდნენ მრავალნი, შენი მნახველნი, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე და მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა.
15ასე შეაშფოთებს ის ბევრ ხალხებს, მეფენი მოკუმავენ მის გამო პირს, რადგან დაინახავენ იმას, რაც არ უამბიათ მათთვის, და რაც არ სმენიათ, იმას გაიგებენ.

Currently Selected:

ეს. 52: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy