Bible App logo
Search Icon

ოს. 8

8
მტრები თვალყურს ადევნებენ ისრაელს კერპთაყვანისმცემლობის გამო
1პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და რჯული დაარღვიეს.
2შემომღაღადებენ: „ღმერთო ჩემო! გიცანით ისრაელმა!“
3უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება მას.
4მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპავად.
5დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ როდემდის უნდა იყო უწმიდური?
6რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო.
7რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავი არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.
8ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის.
9აშურში წავიდა გარეული ვირივით, მარტო რომ დადის; ეფრემი გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.
10თუმცა გასცემდნენ ისინი ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ.
11რადგან ცოდვისათვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, ცოდვისათვის აქვს მას სამსხვერპლოები.
12დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი.
13მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან.
14დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.

Currently Selected:

ოს. 8: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in