ოს. 7
7
ისრაელის მომავალი დასჯა
1როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურება და სამარიის ბოროტება, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; შემოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ!
2არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება. ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს, აჰა, ჩემს წინაშე არიან.
3თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით – მთავრებს.
4მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება.
5ჩვენი მეფის დღეს მეფე კი მასხარებისაკენ იწვდის ხელს.
6რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისაგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით.
7ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის.
8ეფრემი შეერია ხალხებს, გადაუბრუნებელი კოკორივით შეიქნა.
9უცხო თესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია.
10მისი ამპარტავნება ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას.
11ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცა ეფრემი; ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.
12როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გაფრთხილებულნი იყვნენ თავიანთ კრებულში.
13ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ!
14გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისათვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
15მე დავმოძღვრე, ისინი კი ავს მიზრახავენ.
16მიიქცნენ, არამადლისაკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო; ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში.
Currently Selected:
ოს. 7: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002