ებრ. 2
2
გაფრთხილება, რომ არ ავცდეთ მიზანს
1ამიტომ გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
2ვინაიდან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს,
3მაშ, როგორ გადავრჩებით უგულებელმყოფელნი ეგზომი ხსნისა? პირველად იგი უფლის მეშვეობით გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში,
4ღვთის მიერ ნიშების, სასწაულებისა და სხვადასხვა ძალთა დამოწმებით, და მისი ნებისამებრ სულიწმიდის განაწილებით.
იესო იყო ოდნავ დამცირებული
ანგელოზთა წინაშე
5ვინაიდან, ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.
6სადღაც ვისმე დაუმოწმებია და უთქვამს, „რა არის კაცი, რომ გახსოვს? ანდა კაცის ძე, რომ მოინახულებ?
7ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგვირგვინე და დააყენე იგი შენს ხელთა ნაქმნარზე მაღლა;
8ყოველივე დაუმორჩილე მის ფერხთა ქვეშ.“ ხოლო, როცა ყოველივე დაუმორჩილა მას, არაფერი დაუტოვებია, მისთვის, რომ არ დაემორჩილებინა. ახლა კი ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს.
9მაგრამ ვხედავთ, რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია იესო, რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის.
10ვინაიდან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, რომ მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
11ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს,
12და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობ შენ.“
13და კიდევ: „მივენდობი მას.“ და კიდევ: „აგერ, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“
დაემსგავსა ძმებს,
რომ ყოფილიყო მოწყალე მღვდელმთავარი
14რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი,
15და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ.
16ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაამის თესლს ღებულობს.
17ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად.
18ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ.
Currently Selected:
ებრ. 2: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002