ებრ. 1
1
ღმერთი ლაპარაკობს
ძის მიერ ყველა მემკვიდრეში
1ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში,
2ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი.
3იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.
4ანგელოზებზე იმდენადვე უკეთესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
5ვინაიდან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ოდესმე: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ.“ ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“?
6ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს მსოფლიოში პირმშო, ამბობს: „დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა.“
7ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ – მოგიზგიზე ცეცხლად.“
8ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
9შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოზიარეებზე მეტად.“
10და: „შენ დააფუძნე, უფალო, დასაბამად მიწა და ცა შენი ხელის ნამოქმედარია.
11ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე დაძველდება სამოსელივით.
12მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევა.“
13ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად“?
14განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?
Currently Selected:
ებრ. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002