YouVersion Logo
Search Icon

გალ. 2

2
შეცნობა იერუსალიმში
1მერე, თოთხმეტი წლის შემდეგ, კვლავ ავედი იერუსალიმში ბარნაბასთან ერთად. ტიტეც თან წავიყვანე.
2ავედი იქ გამოცხადებით და წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის. განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარჩინებულებს. ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან დავრბოდი.
3მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა.
4ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, რათა დავემონებინეთ,
5ერთი საათიც კი არ დავუთმეთ და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში.
6ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც რამედ ჩანან (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემთვის სულ ერთია – ღმერთი გარეგნობის მიხედვით არ განსჯის), ამ ხალხს მეტი არაფერი დაუკისრებია ჩემთვის.
7პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს – წინადაცვეთილთათვის,
8ვინაიდან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებთან მოციქულობაში,
9და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან.
10ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.
11როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, მე წინ აღვუდექი მას საჯაროდ, ვინაიდან მასზე საჩივარი იყო.
12ვინაიდან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით.
13მასთან ერთად პირფერობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ.
14მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ?
15ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან.
16მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.
17ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც!
18ვინაიდან, თუ მე კვლავ ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი.
19მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული.
20მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის.
21არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან, თუ რჯულითაა სიმართლე, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე.

Currently Selected:

გალ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy