YouVersion Logo
Search Icon

გალ. 1

1
პავლეს სიტყვა გალატიის ეკლესიებს
1პავლე მოციქული, არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტეს და მამა ღვთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი,
2და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს:
3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,
4რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღვთის ნებით,
5რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
შეჩვენება მათ, ვინც უკუღმა ახარა
6მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ სხვა სახარებაზე იმისგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.
7არ არსებობს სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.
8მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი.
9როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს.
10ახლა ადამიანებს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? აქამდე ისევ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი.
სახარების მიღება არა კაცისგან,
არამედ თავად ქრისტესგან
11ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის კაცთმიერი.
12ვინაიდან მეც არ მიმიღია და არ მისწავლია იგი კაცისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
13რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდეველობაში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
14აღვემატებოდი იუდეველობაში მრავალ ჩემს ტოლს ჩემს ტომში, ვინაიდან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი მეტისმეტად.
15ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,
16გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, მყისვე როდი დავეთათბირე ხორცსა და სისხლს.
17არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
18მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
19სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა.
20ხოლო რასაც მე თქვენ გწერთ, მართალია, და არ ვცრუობ ღვთის წინაშე.
21ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში.
22მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.
23მხოლოდ ის გაეგონათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებს იმ სარწმუნეობას, რომელსაც წინათ ებრძოდაო,
24და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.

Currently Selected:

გალ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy