YouVersion Logo
Search Icon

გამ. 3

3
უფალმა მოუწოდა მოსეს
ალმოდებული ბუჩქიდან
1მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის ითროს წვრილფეხა საქონელს. წაასხა მან წვრილფეხა საქონელი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს.
2და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში შუაგულ მაყვალში. და დაინახა: აჰა, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის.
3და თქვა მოსემ: „წავალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რად არ იწვის ეს მაყვალი?“
4და დაინახა უფალმა, რომ წავიდა სანახავად, და დაუძახა მას ღმერთმა მაყვალის შუაგულიდან და უთხრა: „მოსე! მოსე!“ და თქვა: „აქა ვარ“.
5და უთხრა მას უფალმა: „ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხზე შენი ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა.“
6და უთხრა: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.“ და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა.
7და უთხრა უფალმა: „ხილვით ვიხილე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია, და ვისმინე მისი კვნესა აღმსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი.
8და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი – ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსეველთა ადგილზე.
9და აჰა, ისრაელის ძეთა კვნესამ მოაწია ჩემამდე, და ასევე ვიხილე ჩაგვრა, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.
10ახლა კი წადი და მიგავლენ ფარაონთან, და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი, ეგვიპტიდან.
11და უთხრა მოსემ ღმერთს: „მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელის ძენი ეგვიპტიდან?“
12და თქვა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, მე რომ მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე.“
13და უთხრა მოსემ ღმერთს: „აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან, და ვეტყვი მათ: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მეტყვიან: ‘რა არის მისი სახელი?’ რა ვუთხრა მათ?“
14და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – მე ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან.“
15კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა მე; ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა, და თქვა ასე: ‘მონახულებით მოგინახულეთ თქვენ. დავინახე რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში.
17მე ვთქვი: წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი.’
18მოისმენენ შენს ხმას, და მიხვალთ შენ და ისრაელის უხუცესნი ეგვიპტის მეფესთან, და ეტყვით მას: ‘უფალმა, ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა, ჩვენ და ახლა წავალთ სამი დღის სავალ გზაზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.’
19ვიცი, რომ ეგვიპტის მეფე არ გაგიშვებთ, თუ არ აიძულებს მას ძლიერი ხელი.
20და გავიწვდი ხელს, და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რასაც მოვახდენ მასში. და ამის შემდეგ გაგიშვებთ.
21და ამ ხალხს მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში. როცა წახვალთ, არ წახვალთ ხელცარიელნი.
22და ინათხოვროს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანი ქალისაგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი, და სამოსელი. და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი, და გაძარცვეთ ეგვიპტელნი.“

Currently Selected:

გამ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy