3იოან. 1
1
შექება მოგზაური მუშების მიღებაზე
1უხუცესი – საყვარელ გაიოზს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით.
2საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილი გზით გევლოს და ჯანმრთელად იყო, როგორც შენი სული დადის კეთილად.
3ვინაიდან ძალიან გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და დაამოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.
4არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან.
5საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყოველივეს, რასაც იქმ ძმებისათვის და უცხოთათვის,
6რომელთაც დაამოწმეს შენი სიყვარული ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ, თუ ღვთის წინაშე ღირსეულად გამოისტუმრებ.
7ვინაიდან მისი სახელის გულისათვის წავიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან.
8ამიტომ გვმართებს ასეთების მიღება, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ.
გაფრთხილება დიოტრეფეს
9მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ მათში პირველობის მოყვარე დიოტრეფე არ გვღებულობს ჩვენ.
10ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ თავის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის. და, თითქოს ეს არ კმაროდეს, ძმებსაც არ ღებულობს და მსურველებსაც უკრძალავს და სდევნის ეკლესიიდან.
11საყვარელო, ნუ ბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს.
12დემეტრეზე დაამოწმა ყველამ და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.
13ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო.
14ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ.
15მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელებით. ამინ.
Currently Selected:
3იოან. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002