2იოან. 1
1
მოკითხვა რჩეულ ქალბატონს
1უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც კი შეუცვნია ჭეშმარიტება,
2ჭეშმარიტებისათვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და უკუნისამდე იქნება ჩვენთან.
3იყოს თქვენთან მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და მამის ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებითა და სიყვარულით.
4ძალიან გავიხარე, რომ ვპოვე შენს შვილებში ჭეშმარიტებით მავალნი, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნება.
5ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, არა როგორც ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.
6სიყვარული კი ისაა, რომ ვიქცეოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მისებრ ვიდოდეთ.
მაცდურებს ნუ მიიღებთ სახლში
7რადგან სოფელში შემოვიდა მრავალი მაცდური, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ესენი არიან მაცდურნი და ანტიქრისტე.
8თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.
9ყველას, ვინც განზე მიდის და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.
10თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას.
11რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.
12ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული.
13მოგიკითხავენ შენი დისწულები რჩეულნი. ამინ.
Currently Selected:
2იოან. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002