YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 15

15
ყაზარიას მეფობა
1იერობყამის, ისრაელის მეფის, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია, იუდას მეფის ამაციაჰუს ძე.
2თექვსმეტი წლისა იყო, რომ გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში, მისი დედა იყო იექალიაჰუ, იერუსალიმიდან.
3სწორს აკეთებდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი ამაციაჰუ;
4ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს.
5და დასაჯა უფალმა მეფე და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა სამკურნალო სახლში. იოთამი, მეფისწული, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ერს.
ყაზარიას სიკვდილი და იერობყამის გამეფება
6ყაზარიაჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
7და განისვენა ყაზარიამ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა.
ზაქარიას გამეფება და სიკვდილი
8იუდას მეფის ყაზარიაჰუს ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ზაქარია იერობყამის ძე ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა.
9ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა აკეთებდა. და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
10და აუჯანყდა მას შალუმი, იაბეშის ძე, და მოკლა იგი კაბალ-ყამმა და გამეფდა მის ნაცვლად.
11ზაექარიაჰუს დანარჩენი საქმენი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
12ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: „მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შვილები ისრაელის ტახტზე.“ და ახდა კიდეც.
შალუმის გამეფება და მისი სიკვდილი
13შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის ყუზიას ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში.
14და წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მოადგა სამარიას. და დაამარცხა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, და მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.
15შალუმის საქმენი და მისი აჯანყების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
მენახემის მეფობა
16მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო. და მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი.
17იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე, ისრაელის მეფე, და ათი წელი იმეფა სამარიაში.
18ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
აშურელთა შემოსევა
19და წამოვიდა ფული, აშურის მეფე, ქვეყნისაკენ და მისცა მენახემმა ფულს ათასი ქანქარი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა.
20და დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელიანთ, ყველა შეძლებულ კაცს – კაცზე ორმოცდაათი შეკელი – აშურის მეფისთვის მისაცემად. და უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იქ, ქვეყანაში.
21მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
22და განისვენა მენახემმა თავის მამებთან და მის ნაცვლად მისი ძე ფეკახია გამეფდა.
23ყაზარიას, იუდას მეფის, ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა.
24ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
ფეკახიას სიკვდილი და ფეკახის გამეფება
25და აუჯანყდა მას ფეკახი, რემალიაჰუს ძე, მისი კარისკაცი, მიუხდა სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობსა და არიესთან ერთად, თან ორმოცდაათი გილყადელი ახლდა, და მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.
26ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
27იუდას მეფის ყაზარიას, ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკახი რემალიაჰუს ძე, ისრაელზე, სამარიაში და იმეფა ოცი წელი.
28და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ესრაელი.
29ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე, და აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გილყადი და გალილეა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი.
30და აუჯანყდა ჰოშეაყ ელიას ძე, ფეკახ რემალიაჰუს ძეს, და სძლია მას, და მოკლა და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს.
31ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
იოთამის გამეფება იუდაში
32ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიაჰუს ძე, იუდას მეფე.
33ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.
34სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ აკეთებდა, ასევე აკეთებდა იგი.
35ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის სახლის ზემო კარიბჭე.
36იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
37იმ დღეებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე.
38და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით თავისი მამის დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.

Currently Selected:

4მეფ. 15: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in